Accentnews.ge
ისრაელი სამოქალაქო უსაფრთხოების ჯგუფების შეიარაღებას იწყებს

ისრაელი სამოქალაქო უსაფრთხოების ჯგუფების შეიარაღებას იწყებს

10/10/2023 11:48:20 მსოფლიო

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ გვირი აცხადებს, რომ უწყება 10 000 ცეცხლსასროლ იარაღს ყიდულობს სამოქალაქო უსაფრთხოების ჯგუფების შესაიარაღებლად,– იუწყება The Times of Israel.

იტამარ ბენ გვირის თქმით, ყურადღება გამახვილდება საზღვრებთან ახლოს მდებარე ქალაქებზე, ასევე შერეულ ებრაულ-არაბულ ქალაქებსა და დასავლეთ სანაპიროს დასახლებებზე.

მინისტრის განმარტებით, ისრაელელი მწარმოებლისგან 4 000 ცეცხლსასროლი იარაღი უკვე შეძენილია და მისი გაცემა დაუყოვნებლივ დაიწყება.

ასევე შეძენილია ეკიპირება – ჩაფხუტები და ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, რომელთაც სამოქალაქო უსაფრთხოების ჯგუფებს ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად დაურიგებენ.

როგორც განიმარტა, სამოქალაქო უსაფრთხოების ჯგუფები ისრაელის პერიფერიებში მდებარე პატარა ქალაქების, თემებისა და დასავლეთ სანაპიროს დასახლებების დაცვას უზრუნველყოფენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S