UEFA-მ უარი თქვა რუსეთის ახალგაზრდული გუნდების ევროპულ ტურნირებზე დაშვებაზე
10/10/2023 11:33:51 მსოფლიო
UEFA-მ უარი თქვა რუსეთის ახალგაზრდული გუნდების დაშვებაზე საერთაშორისო ტურნირებში. UEFA–ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციამ "ვერ იპოვა ტექნიკური გადაწყვეტა, რომელიც რუსულ გუნდებს თამაშის საშუალებას მისცემს", - იტყობინება Sky News-ის რეპორტიორი რობ ჰარისი X ქსელზე (Twitter). ამის შესახებ წერს Associated Press–იც.
მანამდე FIFA და UEFA რუსეთის 17 წლამდელთა გუნდებს საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობის უფლებას დროშის, ჰიმნისა და რუსული ეროვნული ფორმის გარეშე აძლევდნენ.
სექტემბერში UEFA–ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ახალგაზრდულ გუნდები დაეშვა ევროპის შეჯიბრებებში და აცხადებდა, რომ „ბავშვები არ უნდა დაისაჯონ იმ ქმედებებისთვის, რომლებზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ უფროსებს ეკისრებათ“.
რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის უკრაინამ, ინგლისმა, პოლონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ ბოიკოტი გამოუცხადეს რუსი ახალგაზრდა ფეხბურთელების მონაწილეობით ტურნირებს.
ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდულ გუნდებში (17 წლამდე) კვიპროსში 2024 წლის მაის-ივნისში ჩატარდება. შესარჩევი მატჩები შემოდგომაზე გაიმართება.


