ბორელმა ისრაელისა და პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრები მასკატში მიიწვია
10/10/2023 11:26:13 მსოფლიო
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ისრაელისა და პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრები მასკატში გასამართ შეხვედრაზე მიიწვია.
„მოვიწვიე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას შეუერთდეს, რომელიც დღეს გაიმართება. ასევე, მოვიწვიე პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელსაც საშუალება მიეცემა, პალესტინის პოზიციების შესახებ ისაუბროს“, - წერს ბორელი „ტვიტერზე“.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დღეს ომანის დედაქალაქ მასკატში შედგება.


