
ბექა გრიგორიადისს სასამართლომ 5–დღიანი პატიმრობა განუსაზღვრეს
10/10/2023 11:12:09 საზოგადოება
მარტის აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამას – ბექა გრიგორიადისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირინა გოგოლაძემ მიიღო.
სასამართლომ მასთან ერთად სამართალდამრღვევად ცნო მისი ძმა – კახა გრიგორიადისიც. მას 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ბექა და კახა გრიგორიადისები 5 ოქტომბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. ბექა გრიგორიადისი ადმინისატრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით აიყვანეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მისი ძმა – 173-ე და ასევე 166-ე მუხლით. ეს უკანასკნელი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.