რუსეთში, ქვანახშირის მაღაროში ხანძარი გაჩნდა
10/10/2023 09:51:50 მსოფლიო
რუსეთში, კემეროვოს რეგიონში, ქვანახშირის მაღაროში ხანძარი გაჩნდა.
კომპანია „ევრაზმა“, რომელიც რუსეთის ფოლადის წარმოებას აკონტროლებს, მაღაროდან მუშების ევაკუაციის ბრძანება გასცა.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან, დასაქმებულებმა ტერიტორიის დატოვება დროულად შეძლეს.
მედია წერს, რომ ცეცხლის გაჩენის მომენტში მაღაროში 250-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.


