ხამენეი: ხელებს ვუკოცნით მათ, ვინც თავდასხმას გეგმავდა
10/10/2023 08:57:50 მსოფლიო
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ერთის მხრივ, უარყოფს თეირანის მონაწილეობას "ჰამასის" თავდასხმაში, მიესალმება ისრაელის "გამოუსწორებელ სამხედრო და სადაზვერვო მარცხს".
თავდასხმის შემდეგ თავის პირველ სატელევიზიო გამოსვლაში ხამენეიმ განაცხადა, "ჩვენ ხელებს ვუკოცნით მათ, ვინც გეგმავდა თავდასხმას სიონიზმის რეჟიმზე".
„ამ დამანგრეველმა მიწისძვრამ გაანადგურა რამდენიმე კრიტიკული სტრუქტურა (ისრაელში), რომელთა აღდგენა ადვილი არ არის... ამ კატასტროფაში თავად სიონისტური რეჟიმის ქმედებებია დამნაშავე“, - თქვა ხამენეიმ.
ირანი არ აღიარებს ისრაელის არსებობას და რამდენადაც ცნობილია, მატერიალურად უჭერს მხარს ახლო აღმოსავლეთში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციებს.
შაბათს დილით, რადიკალურმა პალესტინურმა დაჯგუფება "ჰამასმა", რომელიც აკონტროლებს ღაზას სექტორს (ის აღიარებულია ტერორისტულად აშშ-სა და ევროკავშირში), მოულოდნელად განხორციელდა ფართომასშტაბიანი თავდასხმა ისრაელის ტერიტორიაზე. მასიური სარაკეტო დარტყმას თან ახლდა შეიარაღებული პირების შეჭრა ისრაელის ტერიტორიაზე, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა და მძევლების აყვანა. ამგვარად, სამხრეთ ისრაელში, კიბუც ბერში, 100-ზე მეტი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლი გახდა მუსიკალური ფესტივალის სულ მცირე 260 სტუმარი, რომელიც გაიმართა ნეგევის უდაბნოში, კიბუც რეიმთან, ღაზას სექტორის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში.
საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორში ახორციელებენ სამიზნეებზე დარტყმებს. ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია. ისრაელში დაღუპულთა რიცხვი ამჟამად 900-ზე მეტ ადამიანს ითვლის, ხოლო 100-ზე მეტი ადამიანი მძევლად არის აყვანილი. ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონში 560 ადამიანი დაიღუპა.


