Accentnews.ge
ისრაელმა ღაზას სექტორთან საზღვარზე სრული კონტროლი აღიდგინა

ისრაელმა ღაზას სექტორთან საზღვარზე სრული კონტროლი აღიდგინა

10/10/2023 07:26:08 მსოფლიო

ისრაელის არმიამ (IDF) ღაზას სექტორის საზღვარზე სრული კონტროლი დაიბრუნა. ამის შესახებ არმიის მთავარმა წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

”ბოლო 24 საათის განმავლობაში, არც ერთ ტერორისტს აღარ შემოუღწევია,” - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

"ახლა მიმდინარეობს მუშაობა გალავნის ხვრელების მიმდებარე ტერიტორიების გასასუფთავებლად" - დასძინა მან.

IDF-ის შეფასებით, რამდენიმე ტერორისტი კვლავ იმალება ისრაელის მიწაზე. The Guardian-ის ისრაელის კორესპონდენტის მიერ მოწოდებული განახლებული მონაცემებით, შეჭრის დაწყებიდან ისრაელში ჰამასის 1500 წევრი დაიღუპა.

10 ოქტომბრის დილისთვის ჰამასის თავდასხმების შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 900-სს გადააჭარბა, ხოლო ღაზას სექტორზე ისრაელის საპასუხო დარტყმების შედეგად დაიღუპა 700.

დაღუპულებს შორის არიან სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები, მათ შორის ტაილანდის, არგენტინის, აშშ-ს და რუსეთის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S