
ეროვნული ბანკიდან კადრების გადინება გრძელდება
10/10/2023 07:04:02 საზოგადოება
ეროვნული ბანკს სამართალშემოქმედებისა და ევროკავშირის სამართალთან დაახლოების განყოფილების უფროსი თამარ ქუსიკაშვილიც ტოვებს. ის მიზეზებზე მედიასთან არ საუბრობს.
"ვადასტურებ და კომენტარს არ გავაკეთებ. გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და მიზეზებზე არ მსურს საუბარი", - განუცხადა ქუსიკაშვილმა "ფორმულას".
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესსში ცვლილება შეიტანა საქართველოს მოქალაქეებისთვის. შედეგად აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ფინანსურ ანგარიშებზე წვდომა აღუდგა.
ამის შემდეგ ეროვნული ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ დატოვეს. პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა დატოვა გიორგი ბაქრაძემაც. მოგვიანებით, სებ-ის ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გადადგა გვანცა ცქიტიშვილი.