Accentnews.ge
რუსეთმა დრონებით მორიგი იერიში მიიტანა ოდესის, ნიკოლაევის და ხერსონის ოლქებზე

რუსეთმა დრონებით მორიგი იერიში მიიტანა ოდესის, ნიკოლაევის და ხერსონის ოლქებზე

10/10/2023 06:17:23 მსოფლიო

რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის ოდესის, ნიკოლაევის და ხერსონის ოლქებზე.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამხრეთ ოლქებს ანექსირებული ყირიმიდან შეუტიეს 36 ე.წ. დამრტყმელი დრონით. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 27 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. დრონებით დარტყმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ რუსეთი განსაკუთრებით ინტენსიურად უტევს ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას. თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 2022 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმება უზრუნველყოფდა შავი ზღვით უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის უსაფრთხო ექსპორტს. შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შემდეგ, უკრაინამ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით, თავად აამოქმედა საექსპორტო დერეფანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S