Accentnews.ge
პალესტინის პრეზიდენტი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს

პალესტინის პრეზიდენტი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს

10/10/2023 06:13:31 მსოფლიო

პალესტინა რუსულ მხარესთან რეგულარულ კონტაქტებს ინარჩუნებს და ამჟამად მიმდინარეობს მზადება პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის, - ამის შესახებ, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციაში პალესტინის ელჩმა აბდელ ჰაფიზ ნოფალმა განაცხადა.

„ვაგრძელებთ ყოველდღიურ კონტაქტს მოსკოვთან. ახლა მიმდინარეობს მზადება პრეზიდენტ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის“, - განაცხადა დიპლომატმა.

მისი თქმით, პალესტინური მხარე ისრაელთან კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიციას აფასებს.

შაბათს დილით, რადიკალურმა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც აკონტროლებს ღაზას სექტორს (ის აღიარებულია ტერორისტულად აშშ-სა და ევროკავშირში), მოულოდნელად განხორციელდა ფართომასშტაბიანი თავდასხმა ისრაელის ტერიტორიაზე. მასიური სარაკეტო დარტყმას თან ახლდა შეიარაღებული პირების შეჭრა ისრაელის ტერიტორიაზე, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა და მძევლების აყვანა. ამგვარად, სამხრეთ ისრაელში, კიბუც ბერში, 100-ზე მეტი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლი გახდა მუსიკალური ფესტივალის სულ მცირე 260 სტუმარი, რომელიც გაიმართა ნეგევის უდაბნოში, კიბუც რეიმთან, ღაზას სექტორის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში.

საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორში ახორციელებენ სამიზნეებზე დარტყმებს. ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია. ისრაელში დაღუპულთა რიცხვი ამჟამად 900-ზე მეტ ადამიანს ითვლის, ხოლო 100-ზე მეტი ადამიანი მძევლად არის აყვანილი. ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონში 560 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S