"ჰამასმა" ისრაელზე შეტევის მიზნების მიღწევის შესახებ განაცხადა და მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით გამოვიდა
10/10/2023 05:58:35 მსოფლიო
"პალესტინურმა დაჯგუფება "ჰამასმა" სამხედრო ოპერაციის მიზნებს მიაღწია და ღიაა ისრაელთან მოლაპარაკებებისთვის", - განაცხადა ტერორისტული დაჯგუფების პოლიტბიუროს წევრმა მუსა აბუ-მარზუკმა.
"დასახული მიზნები განხორციელებულია... ახლა ჩვენ ღიანი ვართ ნებისმიერი განხილვებისა და პოლიტიკური დიალოგისთვის" - განაცხადა ანუ-მარზუკმა.
მანამდე დაჯგუფების უცხოეთში მყოფი ხელმძღვანელობის წარმოამდგენელმა ალი ბარაკამ განაცხადა, რომ "ისრაელზე შეტევა მთელი წლის განმავლობაში მზადდებოდა და მის მიზანს ტყვეთა აყვანა წარმოადგენდა შემდგომში მათ არაბებში გადასაცვლელად".
მისივე მტკიცებით, ჰამასს ჯერ-ჯერობით საკუთარი მებრძოლების მხოლოდ მცირე ნაწილი ჰყავს გამოყენებული, კერძოდ, მხოლოდ 2000-მდე ადამიანი 40-ათასიანი არმიიდან და ამასთანავე, წარუმატებლობის შემთვევაში ჩრდილოეთიდან "ჰესბოლას" დახმარების იმედი აქვს.
"ტყვედ აყვანილ ებრაელებს ისარელის ციხეებში მყოფი ყველა არაბისა და ამერიკულ ციხეებში მყოფი იმ პალესტინელების გასათავიუსუფლებად გამოვიყენებთ, რომელთაც "ჰამასის" დაფინანსება ედებათ ბრალად. გვერწმუნეთ, ყველა შესაძლებლობა გაგვაჩნია ისრაელთან ხანგრძლივი ომისთვის" - განაცხადა ბარაკამ.
ცნობისთვის: 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. 7 ოქტომბერს ისრაელმა ღაზაზე საპასუხო დარტყმები დაიწყო. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. საომარი მოქმედებებ ამ დრომდე გრძელდება.


