Accentnews.ge
იერუსალიმის მიმართულებით გაშვებული რაკეტა კადიროვის აშენებულ მეჩეთს მოხვდა

იერუსალიმის მიმართულებით გაშვებული რაკეტა კადიროვის აშენებულ მეჩეთს მოხვდა

09/10/2023 19:15:29 მსოფლიო

პალესტინის რადიკალური დაჯგუფების მიერ ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით გასროლილი კიდევ ერთი რაკეტა სოფელ აბუ გოშში, ახმატ კადიროვის სახელობის მეჩეთს მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მისი ცნობით, დაბომბვისას, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიჭრა აბუ გოშში და რამდენიმე მცხოვრები - იერუსალიმის სხვა გარეუბან, ბეითარ-ილიტში.

მეჩეთი აბუ გოშში 2014 წელს რამზან კადიროვმა გახსნა და მამის სახელი დაარქვა. აბუ გოშის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ მშენებლობაზე 10 მილიონი დოლარი დახარჯეს, მათ შორის 6 მილიონი დოლარი ჩეჩნეთის მთავრობისგან იყო მიღებული.

ცნობისთვის: ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს, ღაზაში 560-ს, - ინფორმაციას ისრაელის და პალესტინის ოფიციალური უწყებები ავრცელებენ.

ისრაელის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე, 900 ადამიანი დაიღუპა და 2500-ზე მეტი დაიჭრა ისრაელში მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ შაბათს ისრაელის წინააღმდეგ მოულოდნელი შეტევა დაიწყო.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღაზას სექტორში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულია, სულ მცირე 560 ადამიანი, მათ შორის - 91 ბავშვი და დაშვებულია 2900 პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S