ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს, ღაზა 560 დაღუპულის შესახებ იუწყება
09/10/2023 18:46:58 მსოფლიო
ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს, ღაზაში 560-ს, - ინფორმაციას ისრაელის და პალესტინის ოფიციალური უწყებები ავრცელებენ.
ისრაელის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე, 900 ადამიანი დაიღუპა და 2500-ზე მეტი დაიჭრა ისრაელში მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ შაბათს ისრაელის წინააღმდეგ მოულოდნელი შეტევა დაიწყო.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღაზას სექტორში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულია, სულ მცირე 560 ადამიანი, მათ შორის - 91 ბავშვი და დაშვებულია 2900 პირი.


