ისრაელში მიმდინარე მოვლენების გამო აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები ერთმანეთს შეხვდებიან
09/10/2023 17:52:46 მსოფლიო
ისრაელზე "ჰამასის" თავდახმის გამო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები შეხვედრას გეგმავენ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას განაცხადა.
''აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია გაერთიანებულნი არიან და არ უნდა დავუშვათ, რომ ეს პროცესი რეგიონში ხანძრად იქცეს '' - აცხადებს შოლცი.
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა.


