Accentnews.ge
ვარჰეი: ევროკავშირმა პალესტინას ფულადი დახმარება შეუჩერა

ვარჰეი: ევროკავშირმა პალესტინას ფულადი დახმარება შეუჩერა

09/10/2023 14:56:24 მსოფლიო

ევროკავშირმა პალესტინას 691 მილიონი ევროს ოდენობის ფულადი დახმარება შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკოისარი ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, "გადაწყვეტილების მიღების საფუძველი "ჰამასის" მიერ ისრაელზე თავდასხმა გახდა".

"ტერორისა და სისასტიკის მასშტაბები ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ გარდამტეხი მომენტია. ჩვეული საქმე არ შეიძლება იყოს. ევროკომისია გადახედავს აღნიშნულ საკითხს, როგორც პალესტინელების ყველაზე დიდი დონორი", - წერს ვარჰეი.

7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდან შეიჭრა. 8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ისრაელის არმია ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო შეტევას განაგრძობს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ორ დღეში, ისრაელში 800-ს გადააჭარბა „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება.

პალესტინის ადმინისტრაციის მიერ დღეს, 9 ოქტომბერს, დილით განახლებული მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დაიღუპა 436 ადამიანი, მათ შორის 80-ზე მეტი ბავშვი. დაჭრილია 2271 პირი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S