Accentnews.ge
აშშ ისრაელში 9 ამერიკელის დაღუპვას ადასტურებს

აშშ ისრაელში 9 ამერიკელის დაღუპვას ადასტურებს

09/10/2023 14:27:05 მსოფლიო

შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა ცხრა ამერიკელის დაღუპვის ფაქტი ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასის" მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმისას,– იუწყება CNN თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელზე დაყრდნობით.

"ამ დროისთვის აშშ-ის ცხრა მოქალაქის დაღუპვის ფაქტის დადასტურება შეგვიძლია. ღრმა მწუხარებით ვუთანაგრძნობთ მსხვერპლთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაცია CNN-ის ეთერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმაც დაადასტურა:

„ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ ისრაელის მთავრობასთან, რომელიც აგრძელებს ოპერაციებს აშშ-ის დაკარგული მოქალაქეების მოსაძებნად... და, რა თქმა უნდა, მჭიდრო კავშირში ვართ ამ ცხრა დაღუპული ამერიკელის ოჯახებთან და ვთავაზობთ მათ დახმარებას“, - აღნიშნა მილერმა.

შეგახსენებთ, რომ შაბათს დილით ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა, ისრაელის ტერიტორიაზე რამდენიმე ათასი რაკეტა გაისროლა, ასევე რამდენიმე ადგილას საზღვარი გაარღვია. ეს კონფლიქტის ყველაზე დიდი ესკალაციაა ბოლო 50 წლის განმავლობაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S