ჰამბურგის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა თეირანიდან გამოფრენილ თვითმფრინავზე თავდასხმის საფრთხის გამო
09/10/2023 14:10:51 მსოფლიო
ორშაბათს, 9 ოქტომბერს ჰამბურგის აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა თვითმფრინავზე თავდასხმის საფრთხის გამო, რომელმაც თეირანიდან შეასრულა რეისი,– იუწყება ტელეკომპანია NDR.
მუქარის შესახებ შეტყობინება ფედერალურმა პოლიციამ ელექტრონული ფოსტით მიიღო. საქმე ეხებოდა სამგზავრო თვითმფრინავს, რომელიც თეირანიდან ჰამბურგში გაფრინდა. თვითმფრინავის ბორტზე 198 მგზავრი და ეკიპაჟის 16 წევრი იმყოფებოდა.
თვითმფრინავს ამჟამად უსაფრთხოების კუთხით გადის შემოწმებას, მსაგვრები კი განცალკევებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
ფედერალურმა პოლიციამ საფრთხე სერიოზულად აღიქვა და ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. ადგილზე მორიგეობს სახანძრო სამსახური.
საპოლიციო ღონისძიებების გამო ფრენები შეჩერებულია,– განაცხადეს აეროპორტში.


