Accentnews.ge
ყირიმში რუსულ ობიექტებზე წარმატებული დარტყმების შესახებ იუწყებიან

ყირიმში რუსულ ობიექტებზე წარმატებული დარტყმების შესახებ იუწყებიან

09/10/2023 13:11:53 მსოფლიო

7 ოქტომბერს დარტყმა მიაყენეს რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფსა და სამხედრო ტექნიკას ჯანკოიში, – იუწყება "სუსპილნი" უკრაინულ დაზვერვაში წყაროზე დაყრდნობით.

„ახლა მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება ოკუპანტების დანაკარგების შესახებ – დაზუსტება და გადამოწმება“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

7 ოქტომბრის საღამოს ტელეგრამ–არხები იტყობინებოდნენ ჯანკოის რაიონში აფეთქებების შესახებ. ის ქუსეთის სამხედრო ავიაბაზაა განთავსებული. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გამოაცხადა უკრაინული რაკეტის განადგურების თაობაზე, თუმცა არ მიუთითებია ტერიტორია.

გასული წლის აგვისტოდან მოყოლებული ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ხშირად ისმის აფეთქებების ხმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S