პოლონეთმა რუსეთის საელჩოს დასასვენებელი ცენტრი ჩამოართვა და თავდაცვის ძალებს გადასცა
09/10/2023 12:26:50 მსოფლიო
პოლონეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ქვეყნის თავდაცვის ძალებს გადასცეს მიწა დასასველებელი ცენტრით, რომელიც ადრე რუსეთის საელჩოს ეკუთვნოდა.
„ეს სიმბოლოა იმის, რომ აგრესორისგან, სახელმწიფოსგან, რომელიც თავს ესხმის მეზობელ ქვეყნებს, ანუ რუსეთისგან დავიბრუნეთ მიწა, რომელიც მოემსახურება პოლონეთის არმიას, მოემსახურება ტერიტორიული თავდაცვის ძალებს, რომელთა სარდლობაც აქ ახლოს არის განთავსებული", - აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა მიწის გადაცემისას.
მისივე თქმით, ამ ტერიტორიებზე სამხედრო ტერიტორიული თავდაცვის წვრთნები ჩატარდება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონელმა სამხედროებმა პირველად განათავსეს სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემა Vistula ქვეყნის დედაქალაქ ვარშავასთან. მისი საფუძველი იყო "პატრიოტის" საზენიტო სარაკეტო სისტემა.


