Accentnews.ge
2025-2026 სასწავლო წელში სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნება ყველას, ვისაც 31 დეკემბრის ჩათვლით ექვსი წელი შეუსრულდება

2025-2026 სასწავლო წელში სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნება ყველას, ვისაც 31 დეკემბრის ჩათვლით ექვსი წელი შეუსრულდება

09/10/2023 11:51:58 საზოგადოება

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის თანახმად, 2025-2026 სასწავლო წელში, 31 დეკემბრის ჩათვლით ვისაც შეუსრულდება ექვსი წელი, ყველას შეეძლება, შევიდეს სკოლაში, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე თქმით, მშობელს აქვს შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტოს, როდის მიიყვანოს ბავშვი სკოლაში.

"ცვლილება შეხება 2024 წლის სასწავლო წელს. სკოლაში შესვლა შეეძლება ყველა ბავშვს, ვისაც ექვსი წელი შეუსრულდება პირველ დეკემბრამდე. ამავდროულად, კანონში ვწერთ, რომ უკვე წინასწარ განჭვრეტადი იყოს ცვლილებაც, რომლის მიხედვითაც, 2025-2026 სასწავლო წელში, 31 დეკემბრის ჩათვლით ვისაც შეუსრულდება ექვსი წელი, ყველას შეეძლება, შევიდეს სკოლაში. ეს ცვლილება, გადაწყვეტილება, შესაძლებლობა არის ნებაყოფლობითი. შესაბამისად, თუ მშობელი, ოჯახის წევრი ან მეურვე მიიჩნევს, რომ ბავშვი იმ ასაკში არ არის სკოლისთვის მზად, ბუნებრივია, ბაღებში რჩება ვალდებულება და მას შეუძლია, ბავშვი დატოვოს ბაღში და ერთი წლის შემდეგ მიიყვანოს სკოლაში“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S