Accentnews.ge
ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქე: „Georgian Airways"-ის წინა დღით ნაყიდ ბილეთში 100 დოლარზე მეტი არასოდეს გადამიხდია, ბევრ მოქალაქეს სურს სამშობლოში დაბრუნება, თუმცა ვერ ახერხებს"

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქე: „Georgian Airways"-ის წინა დღით ნაყიდ ბილეთში 100 დოლარზე მეტი არასოდეს გადამიხდია, ბევრ მოქალაქეს სურს სამშობლოში დაბრუნება, თუმცა ვერ ახერხებს"

09/10/2023 11:40:32 საზოგადოება

ისრაელში, ქალაქ თელ-ავივში მყოფი საქართველოს მოქალაქე ლაშა შაყულაშვილი "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში ამბობს, რომ საქართველოს ძალიან ბევრს მოქალაქეს სურს სამშობლოში დაბრუნება, თუმცა ავიაბილეთების დეფიციტისა და მაღალი ფასის გამო ვერ ახერხებს.

ისრაელიდან საქართველოში ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ გარდა, რეისებს ისრაელის რამდენიმე კომპანია ასრულებს.

„ჯორჯიან ეარვესიის“-ის ვებ-საიტზე არსებული მონაცემებით ავიბილეთების ფასი 12 ოქტომბერს თელ-ავივის ბენ-გურინის აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ავიაბილეთის ფასი 1663 ლარია.

„ბევრს უნდა წამოსვლა, აქ არალელურად მცხოვრებ ქართველებსაც მაგრამ ძვირია ბილეთები. „ჯორჯიან ეარვეისის“ წინა დღით ნაყიდ ბილეთში 100 დოლარზე მეტი არასოდეს გადამიხდია, ახლა 1000 ლარია“, - ეუბნება ლაშა შაყულაშვილი რადიო თავისუფლებას.

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ ფეიბუქ–გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ეკონომკლასის ბილეთებზე ფასი არ გაზრდილა, 2 ათასლარიანი ბილეთები, რომლის შესახებ ცნობები სოციალირ ქსელებში ვრცელდებოდა ბიზნესკლასის ბილეთების ფასი იყო.

„ჩვენ არ გვაქვს ფიქსირებული ფასი ბილეთებზე და არც ბოლო პერიოდში გაგვიზრდია არც ერთ მიმართულებაზე ღირებულება, ყველა რეისზე სხვადასხვა ფასია, დატვირთვიდან გამომდინარე. ერთი დღით ადრე ბილეთის ყიდვისას, შესაძლოა არა იაფიანი, არამედ საერთოდ აღარ იყოს ბილეთი, ამიტომ გთხოვთ, წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი“, - ნათქვამია ავიაკომონიის მიერ გავრცელბულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ეტაპზე ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია არ იგეგმება, რადგან ისრაელიდან რეგულარული რეისები სრულდება:

„სრულდება რეგულარული რეისები, რითაც გამომგზვარების მსურველები სარგებლობენ. საელჩო ხაზზეა იქ მყოფ ქართველებთან და ყველა მათი საჭიროება დაცულია, იქნება ეს თავშესაფარი თუ სხვა. რაც შეეხება ფრენებთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს, გთხოვთ, იხელმძღვანელოთ „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ გავრცელებული განცხადებით“.

ზოგიერთმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ ისრაელიდან და ისრაელის მიმართულებით ფრენები შეაჩერა.

ცნობისთვის: 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. 7 ოქტომბერს ისრაელმა ღაზაზე საპასუხო დარტყმები დაიწყო. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. საომარი მოქმედებებ ამ დრომდე გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S