ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ღაზას სექტორის სრული ბლოკადის ბრძანება გასცა
09/10/2023 10:08:39 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების – რეგიონის ელექტროენერგიის, საკვებისა და საწვავის გარეშე დატოვების ბრძანება გასცა,– წესრ Sky News.
გალანტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა "ებრძვის ცხოველებს" და ახმიტომაც "იქცევა ასე".
”ჩვენ მეტს მოგიტანთ, როდესაც გამარჯვებას მივიღებთ”, - თქვა მან.
საომარი მოქმედებები 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. 7 ოქტომბერს ისრაელმა ღაზაზე საპასუხო დარტყმები დაიწყო. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.


