
ისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზას სექტორთან მდებარე ყველა დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აღვადგინეთ
09/10/2023 09:53:00 მსოფლიო
ისრაელის არმიამ ქვეყნის სამხრეთში, ღაზას სექტორთან მდებარე ყველა დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აღადგინა. ამის შესახებ 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამჟამად ისრაელის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს.
7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდან შეიჭრა. 8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ისრაელის არმია ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო შეტევას განაგრძობს.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ორ დღეში, ისრაელში 700-ს გადააჭარბა „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება.
პალესტინის ადმინისტრაციის მიერ დღეს, 9 ოქტომბერს, დილით განახლებული მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დაიღუპა 436 ადამიანი, მათ შორის 80-ზე მეტი ბავშვი. დაჭრილია 2271 პირი.