აფეთქებები იყო იერუსალიმსა და თელ-ავივში
09/10/2023 09:56:13 მსოფლიო
ისრაელიდან მორიგი თავდასხმის შესახებ იუწყებიან. აფეთქებები დაფიქსირდა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ, იერუსალიმსა და თელ-ავივში,– წერს The Times of Israel.
საჰაერო თავდასხმის გამართხილებელი სიგნალი ისმის ისრაელის სხვადასხვა დასახლებებში, მათ შორის თელ-ავივში, იერუსალიმში, მევასერეთ სიონში, რიშონ ლეზიონში, ცენტრალურ შფელას რაიონში და ღაზას სექტორის მიმდებარე ქალაქებში.
ვრცელდება ინფორმაცია თელ-ავივის ღია ადგილებში და იერუსალიმ-თელ-ავივის გზატკეცილზე რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ. აფეთქებები ასევე მოხდა ბენ გურიონის აეროპორტთან.
ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.


