ჩინეთი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტიდან გამოსავალია ორ სახელმწიფოზე გადაწყვეტილების რეალიზაცია
09/10/2023 09:19:42 მსოფლიო
„ჩინეთი უკიდურესად შეშფოთებულია პალესტინასა და ისრაელს შორის კონფლიქტის ბოლოდროინდელი ესკალაციის გამო“, - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაო ნინმა. მისი თქმით, პეკინი „ღრმად დამწუხრებულია კონფლიქტის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლით და ის ეწინააღმდეგება და გმობს ქმედებებს, რომლებიც ზიანს აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას“.
ამასობაში, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა ორშაბათს მოუწოდა ჩინეთს, მხარი დაუჭიროს ისრაელს ჰამასის სასიკვდილო თავდასხმების შემდეგ და დასძინა, რომ ის „იმედგაცრუებულია“ იმით, რომ პეკინმა შაბათ-კვირას „არ გამოავლინა თანაგრძნობა“ ისრაელის მიმართ.
საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა „შესაბამის მხარეებს“, სიმშვიდე შეინარჩუნონ და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და დასძინა, რომ „კონფლიქტიდან ფუნდამენტური გამოსავალი არის ორი სახელმწიფოს შესახებ გადაწყვეტილების რეალიზაცია და პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა.“


