Accentnews.ge
ერდოღანი: თურქეთი მზადაა, გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში

ერდოღანი: თურქეთი მზადაა, გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში

09/10/2023 08:23:04 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა მზადაა, გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ისრაელისა და პალესტინის ძალებს შორის სიმშვიდის მისაღწევად.

მისივე თქმით, გრძელვადიანი რეგიონული მშვიდობა მხოლოდ პალესტინა-ისრაელის საკითხის საბოლოო გადაწყვეტით იქნება შესაძლებელი.

ერდოღანმა ორივე მხარის მიმართ გააჟღერა მოწოდება, მოერიდონ ნაბიჯებს, რომლებიც კონფლიქტის გამწვავებას გამოიწვევს.

"გრძელვადიანი რეგიონალური მშვიდობა მხოლოდ პალესტინა-ისრაელის საკითხის საბოლოო გადაწყვეტის მოძიებით იქნება შესაძლებელი. დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბება, 1967 წელს დასახული საზღვრების შესაბამისად, მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელუხლებლობით და იერუსალიმით დედაქალაქად, ახლა აუცილებელია, რომლის გადადება შეუძლებელია. რადგან სამართლიანობა დაგვიანებულია, სამწუხაროდ, ამის ფასს იხდიან პალესტინელები, ისრაელის მოქალაქეები და მთელი ჩვენი რეგიონი", - განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის: ისრაელის არმიის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება. პალესტინს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 413 და დაჭრილია 2 300 ადამიანი.

საომარი მოქმედებები 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. 7 ოქტომბერს ისრაელმა ღაზაზე საპასუხო დარტყმები დაიწყო. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S