კულება – ტერიტორიული დათმობების შესახებ წინადადებებზე: არც კი იფიქროთ!
09/10/2023 08:11:21 მსოფლიო
უკრაინა არასოდეს დათანხმდება რუსეთის მიმართ ტერიტორიულ დათმობებზე. ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების პირობა არის აგრესორი ქვეყნის ჯარების სრული გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან,– განაცხადა Forbes-თან ინტერვიუში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრო კულებამ.
„ვიდრე უკრაინელი მესაზღვრე არ დაბრუნდება ბოლო სასაზღვრო პუნქტზე აღმოსავლეთ უკრაინაში ან კუნძულ ტუზლაზე, ჩემი გზავნილი მათთვის, ვინც გადაწყვეტს რაიმე ტერიტორიული დათმობის შემოთავაზებას, ასეთია – არც კი იფიქროთ ამაზე!“, - თქვა კულებამ.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ვინმე გადაწყვეტს მასთან ამ თემაზე დალაპარაკებას, მათ „უსიამოვნო საუბარი ელოდებათ".
მან დასძინა, რომ მხოლოდ უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანა შეიძლება გახდეს ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების დაწყების პირობა.
„თუ ამ პროცესს დავინახავ და დავრწმუნდები, რომ ეს არის დეკორაცია, მივხვდები, რომ ისინი მოლაპარაკებისთვის მზად არიან“, - აღნიშნა კულებამ.


