"ჰამასმა" განაცხადა, რომ მძევლად ჰყავს ისრაელის 100-ზე მეტი მკვიდრი
09/10/2023 07:57:47 მსოფლიო
ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ მძევლად აიყვანა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის ისრაელის თავდაცვის ძალების მაღალი რანგის ოფიცრები,– CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელის მოადგილემ მუსა აბუ მარზუკმა იორდანულ " al-Ghad TV "-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, მძევლების ზუსტი რაოდენობა „ჯერ არ არის დათვლილი, მაგრამ უკვე 100–ზე მეტია“. იმავდროულად, პალესტინის კიდევ ერთმა დაჯგუფებამ, "ისლამური ჯიჰადი" ირწმუნება, რომ სულ მცირე, 30 ტყვე ჰყავს გადაყვანილი ღაზაში.
ისრაელს ჯერ არ გამოაცხადა ქვეყანაზე თავდასხმის დროს დატყვევებული მოქალაქეების რაოდენობა.მხოლოდ განაცხადეს, რომ საუბარია ათეულ ადამიანზე, როგორც სამხედრო მოსამსახურეებზე, ასევე სამოქალაქო პირებზე. The Jerusalem Post-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებული არაოფიციალური მონაცემებით, ისრაელის 750 მკვიდრი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
საომარი მოქმედებები 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. 7 ოქტომბერს ისრაელმა ღაზაზე საპასუხო დარტყმები დაიწყო. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.


