Accentnews.ge
ოსტინი: აშშ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდთა ჯგუფს გზავნის

ოსტინი: აშშ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდთა ჯგუფს გზავნის

09/10/2023 07:46:28 მსოფლიო

შეერთებული შტატებს ისრაელსა და ჰამასს შორის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ერთ-ერთ ავიამზიდს გადაჰყავს, – განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა.

"გავეცი ბრძანება ავიამზიდი დამრტყმელი ჯგუფის გადაყვანის, რომელსაც ხელმძღვანელობს ფლაგმანი USS Gerald Ford აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში", - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ჯგუფი ექვს სამხედრო ხომალდს მოიცავს.

"გარდა ამისა, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები რეგიონში ესკადრილიების F-35, F-15, F-16 და A-19 საბრძოლო თვითმფრინავებით გასაძლიერებლად“, - აღნიშნა მინისტრმა.

მან დასძინა, რომ ”აშშ-ს მთავრობა სასწრაფოდ მიაწვდის დამატებით აღჭურვილობას და რესურსებს, მათ შორის საბრძოლო მასალას, ისრაელის თავდაცვის ძალებს”.

მინისტრმა თქვა, რომ პირველი თავდაცვითი დახმარება უკვე გაიგზავნა და ადგილზე უახლოეს დღეებში ჩავა.

ცნობისთვის: ისრაელის არმიის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება. პალესტინს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 413 და დაჭრილია 2 300 ადამიანი.

საომარი მოქმედებები 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. 7 ოქტომბერს ისრაელმა ღაზაზე საპასუხო დარტყმები დაიწყო. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S