Reuters: ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2400-ს აჭარბებს
09/10/2023 06:05:50 მსოფლიო
ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 445-მდე გაიზარდა, - იუწყება Reuters "თალიბანის" ადმინისტრაციის კატასტროფების სამინისტროს პრესსპიკერ ჯანან საიექზე დაყრდნობით.
მისი ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბევრი ქალი და ბავშვია.
ამასთან, სამინისტროს პრეს–სპიკერის განცხადებით, დაშავებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი. დაშავებულების მისაღებად ჰერათის მთავარი საავადმყოფოს გარეთ საწოლები დადგეს.
ავღანეთში 6.3 -მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა შაბათს მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ ჰერათის ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 40 კმ-ში იყო.


