Accentnews.ge
პოლონეთი ისრაელიდან მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს

პოლონეთი ისრაელიდან მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს

09/10/2023 06:02:38 მსოფლიო

პოლონეთმა ისრაელიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო, პირველი თვითმფრინავი, რომელშიც დაახლოებით 120 ადამიანი იმყოფებოდა, ვარშავაში დღეს დილით დაეშვა, - იუწყება BBC.

გავრცელებული ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში, ისრაელიდან პოლონეთში სავარაუდოდ, კიდევ ორი თვითმფრინავი ჩავა.

ცნობისთვის: ისრაელის არმიის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება. პალესტინს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 413 და დაჭრილია 2 300 ადამიანი.

საომარი მოქმედებები 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. 7 ოქტომბერს ისრაელმა ღაზაზე საპასუხო დარტყმები დაიწყო. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S