Accentnews.ge
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო: "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო: "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა

09/10/2023 05:37:44 მსოფლიო

ისრაელის არმიისა და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება.

პალესტინს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 413 და დაჭრილია 2 300 ადამიანი.

საომარი მოქმედებები 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. 7 ოქტომბერს ისრაელმა ღაზაზე საპასუხო დარტყმები დაიწყო. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S