
ისრაელში მიმდინარე მოვლენების ფონზე აშშ–მა ხმელთაშუა ზღვაში ყველაზე მოწინავე ატომური ავიამზიდი გაუშვა
08/10/2023 18:06:15 მსოფლიო
ისრაელში მიმდინარე მოვლენების ფონზე აშშ–ის უახლესი და ყველაზე მოწინავე ავიამზიდი USS Gerald R. Ford - CVN 78 ხმელთაშუა ზღვისკენ მიემართება. ამის შესახებ თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
ატომურ ავიამზიდს თან ახლავს მართვადი რაკეტების გამანადგურებელი ხომალდები.
ცნობისთვის: USS Gerald R. Ford - CVN 78 აღჭურვილია ახალი დიზაინის საფრენი გემბანით, რომელიც მას სხვა ამერიკულ გადამზიდებზე 30%-ით მეტი ფრენის განხორციელების საშუალებას აძლევს.
ატომური ავიამზიდის ახალ ტექნოლოგიებს შორისაა სრულიად ახალი სარადარო სისტემა საფრთხის აღმოსაჩენად და ელექტრომაგნიტური თვითმფრინავის გაშვების სისტემა (EMALS), რომელიც გემიდან თვითმფრინავის კატაპულტირებისთვის გამოიყენება. დიზაინისა და ავტომატიზაციის მნიშვნელოვანი განახლების გამო გემს 600-ზე ნაკლები მეზღვაური სჭირდება, ვიდრე “Nimitz”-ის კლასის გადამზიდებს.