Accentnews.ge
ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ აშშ–მა ისრაელისთვის დამატებითი დახმარების შესახებ დღეს განაცხადოს

ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ აშშ–მა ისრაელისთვის დამატებითი დახმარების შესახებ დღეს განაცხადოს

08/10/2023 14:16:30 მსოფლიო

შეერთებულმა შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ აშშ–მა ისრაელისთვის დამატებითი დახმარების შესახებ დღეს განაცხადოს. ამის შესახებ მან CNN–ს განუცხადა.

"ჩვენ განვიხილავთ ისრაელის მხრიდან კონკრეტულ დამატებით თხოვნებს. ვფიქრობ, თქვენ ალბათ, უფრო მეტს გაიგებთ ამის შესახებ დღეს", - განუცხადა ბლინკენმა CNN–ის ჟურნალისტს.

7 ოქტომბერს აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ–მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონოს აუბარი გაიმართა.

"აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაურეკა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ხაზი გაუსვა, რომ აშშ დგას ისრაელის გვერდით და სრულად უჭერს მხარს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი“,– ნათქვამია ისრაელის პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისივე ცნობით, თავის მხრივ, „ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა აშშ-ს პრეზიდენტს უპირობო მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საჭირო იქნება ხანგრძლივი და ძლიერი კამპანია, რომელშიც ისრაელი გაიმარჯვებს“.

ცნობისთვის: ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. "ჰამასი", რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლა. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი „შურს იძიებს ამ შავი დღისთვის“. ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 500-მდე გაიზარდა, დაშავებულია 2 048 პირი.

7 ოქტომბერს ისრაელმა პალესტინაზე საპასუხო დარტყმები განახორციელა. როგორც 8 ოქტომბერს პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, "დაღუპულია, სულ მცირე, 370 პალესტინელი, დაშავებულია 2 200 პირი, მათ შორის 121 ბავშვია".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S