Accentnews.ge
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო: დაღუპულია, სულ მცირე, 370 ადამიანი, დაშავებულია 2 200 პირი

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო: დაღუპულია, სულ მცირე, 370 ადამიანი, დაშავებულია 2 200 პირი

08/10/2023 14:07:33 მსოფლიო

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის საპასუხო დარტყმების შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 370 ადამიანი.

მისი მონაცემებით, დაშავებულია 2200 პირი, მათ შორის 121 ბავშვია.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა.

როგორც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, ჰოსპიტლებში დაჭრილთა რაოდენობამ 2 048 ადამიანს მიაღწია, მათგან 20 კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 330 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პარალელურად, ისრაელმა გახსნა, დაკარგული პირების სარეგისტრაციო ცენტრი. ცენტრის მისამართია: "Negev 3 Road, Airport City". ქვეყნის პოლიცია უგზო-უკვლოდ დაკარგულების მეგობრებისა და ოჯახის წევრებს მოუწოდებს, დაარეგისტრირონ ის პირები, ვისაც ამ დროისთვის დაკარგულად თვლიან და მიაწოდონ სამართალდამცველებს რაც შეიძლება მეტი პირადი ინფორმაცია, მათ შორის პირადი ნივთები, რათა დაეხმარონ ოფიციალურ პირებს დნმ-ის ნიმუშების შედარებაში.

ცნობისთვის: ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. "ჰამასი", რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლა. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი „შურს იძიებს ამ შავი დღისთვის“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S