Accentnews.ge
ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია 500–ზე მეტი ადამიანი, გაიხსნა ცენტრი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოსაძიებლად

ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია 500–ზე მეტი ადამიანი, გაიხსნა ცენტრი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოსაძიებლად

08/10/2023 13:53:03 მსოფლიო

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა.

როგორც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, ჰოსპიტლებში დაჭრილთა რაოდენობამ 2 048 ადამიანს მიაღწია, მათგან 20 კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 330 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პარალელურად, ისრაელმა გახსნა, დაკარგული პირების სარეგისტრაციო ცენტრი. ცენტრის მისამართია: "Negev 3 Road, Airport City". ქვეყნის პოლიცია უგზო-უკვლოდ დაკარგულების მეგობრებისა და ოჯახის წევრებს მოუწოდებს, დაარეგისტრირონ ის პირები, ვისაც ამ დროისთვის დაკარგულად თვლიან და მიაწოდონ სამართალდამცველებს რაც შეიძლება მეტი პირადი ინფორმაცია, მათ შორის პირადი ნივთები, რათა დაეხმარონ ოფიციალურ პირებს დნმ-ის ნიმუშების შედარებაში.

ცნობისთვის: ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. "ჰამასი", რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლა. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი „შურს იძიებს ამ შავი დღისთვის“.

7 ოქტომბერს ისრაელმა პალესტინაზე საპასუხო დარტყმები განახორციელა. როგორც 8 ოქტომბერს პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, "დაღუპულია, სულ მცირე, 370პალესტინელი, დაშავებულია 2 200 პირი, მათ შორის 121 ბავშვია".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S