Accentnews.ge
"თალიბანი": ავღანეთში მიწისძვრის შედეგად 2 000–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

"თალიბანი": ავღანეთში მიწისძვრის შედეგად 2 000–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

08/10/2023 09:34:25 მსოფლიო

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 9000-ზე მეტი დაშავდა, იუწყება "თალიბანის" ადმინისტრაცია.

კატასტროფების სამინისტროს სპიკერის განცხადებით, დაიღუპა 2053 ადამიანი, დაშავდა 9240 და დაზიანდა ან განადგურდა 1320 სახლი.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, შაბათს ქვეყნის დასავლეთში დაფიქსირებული ერთ-ერთი მიწისძვრა 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

200-ზე მეტი დაღუპული გადაიყვანეს სხვადასხვა საავადმყოფოებში, უთხრა Reuters-ს ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა. მისი თქმით, უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S