Accentnews.ge
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო: დაღუპულია, სულ მცირე, 232 ადამიანი, დაშავებულია 1 697 პირი

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო: დაღუპულია, სულ მცირე, 232 ადამიანი, დაშავებულია 1 697 პირი

08/10/2023 05:10:09 მსოფლიო

ისრაელის მიერ პალესტინაზე საპასუხო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 232-მდე გაიზარდა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულია 1 697 პირი.

თავის მხრივ, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დღეს დილის მონაცემებით, დაღუპულია 300–მდე პირი, ხოლო 1 864 დაშავებული ადამიანიდან, 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, 326–ის სტაბილურად მძიმე.

ცნობისთვის: ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. "ჰამასი", რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლა. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი „შურს იძიებს ამ შავი დღისთვის“.

იმავე დღეს ისრაელმა პალესტინაზე საპასუხო დარტყმები განახორციელა. როგორც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, "დაღუპულია, სულ მცირე, 232 პალესტინელი და დაშავებულია 1 697 პირი".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S