ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა, დაშავებულია1800–ზე მეტი პირი
08/10/2023 04:59:02 მსოფლიო
ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა, დაშავებულია1 864–ზე მეტი პირი.
როგორც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, დღეს დილის მონაცემებით, 1 864 დაშავებული ადამიანიდან, 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, 326–ის სტაბილურად მძიმე.
ცნობისთვის: ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. "ჰამასი", რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლა. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი „შურს იძიებს ამ შავი დღისთვის“.
იმავე დღეს ისრაელმა პალესტინაზე საპასუხო დარტყმები განახორციელა. როგორც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, "დაღუპულია, სულ მცირე, 232 პალესტინელი და დაშავებულია 1 697 პირი".


