Accentnews.ge
ნეთანიაჰუ: "ისრაელი შურს იძიებს ამ შავი დღისთვის“

ნეთანიაჰუ: "ისრაელი შურს იძიებს ამ შავი დღისთვის“

07/10/2023 19:50:29 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი „შურს იძიებს ამ შავი დღისთვის“.

ამის შესახებ მან მოქალაქეებისთვის მიმართავის დროს განაცხადა.

"ის, რაც დღეს მოხდა, არასოდეს უნახავს ისრაელს და ეს აღარასოდეს განმეორდება… თავდაცვის ძალები დაუყოვნებლივ გამოიყენებს მთელ თავის ძალას ჰამასის შესაძლებლობების გასანადგურებლად და ამ შავი დღისთვის შურს ვიძიებთ. ისრაელი აქცევს ნანგრევებად იმ ადგილებს სადაც იმალება ჰამასი" - ამბობს ისრაელის პრემიერი და ღაზას მცხოვრებლებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ ქალაქი.

ცნობისთვის: ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. "ჰამასი", რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლა. ვრცელდება ინფორმაცია 70 დაღუპულის და 900-ზე მეტი დაშავებულების შესახებ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელზე "ჰამასის" მოულოდნელი საჰაერო თავდასხმის შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებაში თქვა, რომ ქვეყანა ომშია, თავდაცვის მინისტრმა კი საომარი მდგომარეობის გამოსაცხადებლად მზადყოფნა გამოაცხადა.

მოგვიანებით, ისრაელმა პალესტინაზე საპასუხო დარტყმები განახორციელა. როგორც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, "დაღუპულია, სულ მცირე, 198 პალესტინელი და დაშავებულია 1 610 პირი". სამინისტროს არ დაუკონკრეტებია რომელ ლოკაციებზე განხორციელდა დარტყმები და მოიცავს თუ არა დაღუპულები სამოქალაქო პირებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S