Accentnews.ge
ნეთანიაჰუ ოპოზიციას საგანგებო დროებით მთავრობაში შესვლას სთავაზობს

ნეთანიაჰუ ოპოზიციას საგანგებო დროებით მთავრობაში შესვლას სთავაზობს

07/10/2023 19:13:03 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოპოზიციის ლიდერებს - იაირ ლაპიდსა და ბენი განცს - საგანგებო დროებით მთავრობაში შესვლა შესთავაზა. ამის შესახებ პარტია "ლიქუდის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მანამდე ლაპიდმა მედიას განუცხადა, რომ მზადაა ნეთანიაჰუსთან ერთად საგანგებო მთავრობა შექმნას: "ცოტა ხნის წინ მე შევხვდი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს. ვუთხარი, რომ ამ საგანგებო სიტუაციაში მე მზად ვარ, მასთან ერთად შევქმნა საგანგებო, დროებითი მთავრობა. ნეთანიაჰუმ იცის, რომ ამჟამინდელი ექსტრემალური და დისფუნქციური კაბინეტით, მას არ შეუძლია ომის მართვა".

ლაპიდი ხელმძღვანელობს ცენტრისტულ პარტიას "იეშ ატიდს".

ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ლაპიდი და განცი ახლა იკრიბებიან, რათა განიხილონ მთავრობაში მონაწილეობის პირობები.

ცნობისთვის: ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. "ჰამასი", რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლა. ვრცელდება ინფორმაცია 250-ზე მეტი დაღუპულისა და 1 450 დაშავებულის შესახებ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელზე "ჰამასის" მოულოდნელი საჰაერო თავდასხმის შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებაში თქვა, რომ ქვეყანა ომშია, თავდაცვის მინისტრმა კი საომარი მდგომარეობის გამოსაცხადებლად მზადყოფნა გამოაცხადა.

მოგვიანებით, ისრაელმა პალესტინაზე საპასუხო დარტყმები განახორციელა. როგორც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, "დაღუპულია, სულ მცირე, 198 პალესტინელი და დაშავებულია 1 610 პირი". სამინისტროს არ დაუკონკრეტებია რომელ ლოკაციებზე განხორციელდა დარტყმები და მოიცავს თუ არა დაღუპულები სამოქალაქო პირებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S