ისრაელის თავდაცვის მინისტრი: „ჰამასი“ მალე მიხვდება, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა
07/10/2023 18:51:04 მსოფლიო
„ჰამასი“ მალე მიხვდება, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
„არ განასხვავებდნენ ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს, ყველა მათგანს აზიანებდნენ. „ჰამასი“ მალე მიხვდება, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა და გადაიხდის საფასურს. ჩვენ შევცვლით ღაზაში 50 წლის წინანდელ რეალობას“, – განაცხადა გალანტმა.
ცნობისთვის: ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. "ჰამასი", რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლა. ვრცელდება ინფორმაცია 70 დაღუპულის და 900-ზე მეტი დაშავებულების შესახებ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელზე "ჰამასის" მოულოდნელი საჰაერო თავდასხმის შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებაში თქვა, რომ ქვეყანა ომშია, თავდაცვის მინისტრმა კი საომარი მდგომარეობის გამოსაცხადებლად მზადყოფნა გამოაცხადა.
მოგვიანებით, ისრაელმა პალესტინაზე საპასუხო დარტყმები განახორციელა. როგორც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, "დაღუპულია, სულ მცირე, 198 პალესტინელი და დაშავებულია 1 610 პირი". სამინისტროს არ დაუკონკრეტებია რომელ ლოკაციებზე განხორციელდა დარტყმები და მოიცავს თუ არა დაღუპულები სამოქალაქო პირებს.


