Accentnews.ge
Reuters: კრიზისის მიუხედავად, აშშ უკრაინის დახმარების მორიგი პაკეტის გამოყოფას გეგმავს

Reuters: კრიზისის მიუხედავად, აშშ უკრაინის დახმარების მორიგი პაკეტის გამოყოფას გეგმავს

07/10/2023 17:49:03 მსოფლიო

საბიუჯეტო კრიზისის მიუხედავად, აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ახალი - 200 მლნ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადებს, - იუწყება Reuters.

მისივე ინფორმაციით, კიდევს იმავე ტიპის ტექნიკა და საბრძოლო მასალა მიეწოდება, რომლებიც დახმარების წინა პაკეტით იყო მოცული.

განცხადება დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ 11 ოქტომბერს ბრიუსელში, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე გაკეთდება. თანხა გამოიყოფა იმ 5,4 მლრდ დოლარიდან, რომელიც პენტაგონს უკრაინისთვის უკვე მიწოდებული შეიარაღების ღირებულების ხელახალი შეფასების შემდეგ გამოუთავისუფლდა.

30 სექტემბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა დროებითი - 45 დღიანი ბიუჯეტის პროექტს, რომელიც მოწოდებულია, ქვეყანას მტავრობის მუშაობის შეჩერება თავიდან აარიდოს. უკრაინის დახმარების თანხები ხსენებულ პროექტში გათვალისწინებული არ ყოფილა.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თუ კონგრესი ზომებს არ მიიღებს უკრაინი დაფინანსებისთვი გათვალისწინებული თანხები უახლოეს თვეებში ამოიწურება,

აშშ-ის სამხედრო უწყებას, ზემოთაღნიშნული 5,4 მლრდ დოლარის გარდა კიდევ რჩება 1,5 მლრდ-ზე ოდნავ მეტი თანხა იმ 30 მილიარდიდან, რომელიც კონგრესმა ადრე გამოყო უკრაინისთვის უკვე მიწოდებული იარაღის სანაცვლოდ მარაგების შესავსებად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S