Accentnews.ge
ისრაელის თავდაცვის ძალები: "ჰამასმა" აიყვანა მძევლები, გვყავს სამხედრო ტყვეებიც, ასევე დაღუპული ჯარისკაცები, რაოდენობა არ ვიცით,  ომში ვართ"

ისრაელის თავდაცვის ძალები: "ჰამასმა" აიყვანა მძევლები, გვყავს სამხედრო ტყვეებიც, ასევე დაღუპული ჯარისკაცები, რაოდენობა არ ვიცით,  ომში ვართ"

07/10/2023 15:08:00 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალები დასტურებს, რომ "ჰამასმა" ისრაელის მოქალაქეები მძევლად აიყვანა.

"ჰამასმა" აიყვანა მძევლები, გვყავს სამხედრო ტყვეებიც, ასევე დაღუპული ჯარისკაცები, რაოდენობა არ ვიცით, ომში ვართ", – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა დანიელ ჰაგარიმ.

ცნობისთვის: ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. "ჰამასი", რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლა. ვრცელდება ინფორმაცია 40 დაღუპულის და 900-ზე მეტი დაშავებულების შესახებ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელზე "ჰამასის" მოულოდნელი საჰაერო თავდასხმის შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებაში თქვა, რომ ქვეყანა ომშია, თავდაცვის მინისტრმა კი საომარი მდგომარეობის გამოსაცხადებლად მზადყოფნა გამოაცხადა.

მოგვიანებით, ისრაელმა პალესტინაზე საპასუხო დარტყმები განახორციელა. როგორც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, "დაღუპულია, სულ მცირე, 198 პალესტინელი და დაშავებულია 1 610 პირი". სამინისტროს არ დაუკონკრეტებია რომელ ლოკაციებზე განხორციელდა დარტყმები და მოიცავს თუ არა დაღუპულები სამოქალაქო პირებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S