Accentnews.ge
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მწყემსი დაჭრეს

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მწყემსი დაჭრეს

10/12/2019 18:03:31 სხვა, სამართალი

გარეჯის უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ ინციდენტი მოხდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელმა მესაზღვეებმა საქართველოს მოქალაქეს ესროლეს - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "მთავარი" ავრცელებს. 

მათივე ცნობით, არის ორი ვერსია, ერთ-ერთი ვერსიით მწყემს ცხვრები ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაექცა, სადაც გადავიდა და მესაზღვრეებმა ესროლეს; მეორე ვერსიით, მესაზღვეებმა ძაღლს დაუმიზნეს, თუმცა ტყვია მწყემსს მოხვდა. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაჭრილი საქართველოს მოქალაქე ამჟამად განჯის საავადმყოფოში მკურნალობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას “ინციდენტის შესახებ”, რომლის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე დაზარალდა. 

"საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 6 დეკემბერს მომხდარი ინცინდენტის შედეგად დაზარალდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც მკურნალობის მიზნით გადაყვანილია შემთხვევის ადგილთან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. პაციენტი უკვე მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით დაზარალებულის მდგომარეობა ამ ეტაპისათვის დამაკმაყოფილებელია.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად თანამშრომლებენ ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცავები" - განუცხადეს "აქცენტს" უწყებაში. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S