Accentnews.ge
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო: დაღუპულია, სულ მცირე, 40 ადამიანი, ჰოსპიტალიზებულია 908 დაშავებული

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო: დაღუპულია, სულ მცირე, 40 ადამიანი, ჰოსპიტალიზებულია 908 დაშავებული

07/10/2023 14:42:04 მსოფლიო

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა.

როგორც ჯანდაცვის უწყება აცხადებს, ამ დროისთვის დაშავებულთა რაოდენობა 908 არის.

ცნობისთვის: ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. ჰამასი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლა. ვრცელდება ინფორმაცია 40 დაღუპულის და 900-ზე მეტი დაშავებულების შესახებ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელზე ჰამასის მოულოდნელი საჰაერო თავდასხმის შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებაში თქვა, რომ ქვეყანა ომშია, თავდაცვის მინისტრმა კი საომარი მდგომარეობის გამოსაცხადებლად მზადყოფნა გამოაცხადა.

მოგვიანებით, ისრაელმა პალესტინაზე საპასუხო დარტყმები განახორციელა. როგორც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, "დაღუპულია, სულ მცირე, 198 პალესტინელი და დაშავებულია 1 610 პირი". სამინისტროს არ დაუკონკრეტებია რომელ ლოკაციებზე განხორციელდა დარტყმები და მოიცავს თუ არა დაღუპულები სამოქალაქო პირებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S