ისრაელმა პალესტინაზე საპასუხო დარტყმები განახორციელა: "დაღუპულია, სულ მცირე, 198 პალესტინელი და დაშავებულია 1 610 პირი"
07/10/2023 14:24:09 მსოფლიო
ისრაელმა პალესტინაზე საპასუხო დარტყმები განახორციელა.
როგორც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, "დაღუპულია, სულ მცირე, 198 პალესტინელი და დაშავებულია 1 610 პირი".
სამინისტროს არ დაუკონკრეტებია რომელ ლოკაციებზე განხორციელდა დარტყმები და მოიცავს თუ არა დაღუპულები სამოქალაქო პირებს.
ცნობისთვის: ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. ჰამასი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლა. ვრცელდება ინფორმაცია 40 დაღუპულის და 800-ზე მეტი დაშავებულების შესახებ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელზე ჰამასის მოულოდნელი საჰაერო თავდასხმის შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებაში თქვა, რომ ქვეყანა ომშია, თავდაცვის მინისტრმა კი საომარი მდგომარეობის გამოსაცხადებლად მზადყოფნა გამოაცხადა.


