Accentnews.ge
რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უკრაინაში კიდევ ერთი საკუთარი სუ-35 ჩამოაგდო

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უკრაინაში კიდევ ერთი საკუთარი სუ-35 ჩამოაგდო

06/10/2023 19:20:24 მსოფლიო

ტელეგრამ–არხი Fighterbomber, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის საჰაერო კოსმოსურ ძალებთან, იტყობინება ახალი ინციდენტის შესახებ, რომელიც რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების "მეგობრულ ცეცხლს" უკავშირდება.არხის ავტორის თქმით, ჩამოგდებული თვითმფრინავის პილოტი სამძებრო-სამაშველო სამსახურს დაუკავშირდა.

"ჩვენი საჰაერო თავდაცვის მუშაობის ტემპის წყალობით მალე ავიაციის გარეშე დავრჩებით",– წერს არხის ავტორი.

საჰაერო თავდაცვის შეცდომას ირიბად ადასტურებს ცნობილი პრორუსი სამხედრო ბლოგერის კირილ ფედოროვის პოსტიც:

"იქნებ ვასწავლოთ ჩვენს საჰაერო ძალებს?!

Су-27 от Су-35?

Ми-24 от Ка-52?

Су-24 от Су-34?

განუკითხაობა".

პროუკრაინული წყაროები წერენ, რომ თვითმფრინავი მარიუპოლის მახლობლად, ნიკოლსკოეს რაიონში ჩამოვარდა. სავარაუდოდ, საუბარია სუ-35–ის ტიპის გამანადგურებელზე. ამრიგად რუსეთის საჰაერო ძალების ანგარიშზე კვირის განმავლობაში მეორე ჩამოგდებული საკუთარი გამანადგურებელია – 29 სექტემბერს ტოკმაკის რაიონში სუ-35S ჩამოაგდეს, მფრინავი დაიღუპა. ღია წყაროებში მინიმუმ ხუთი ამგვარი შემთხვევა მოხვდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S