Accentnews.ge
აშშ ორ რუს დიპლომატს აძევებს

აშშ ორ რუს დიპლომატს აძევებს

06/10/2023 18:46:50 მსოფლიო

შეერთებულმა შტატებმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი მოსკოვის მიერ გასულ თვეში მიღებული მსგავსი გადაწყვეტილების საპასუხოდ,– ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა 6 ოქტომბერს განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების მიმართ ყალბი საბაბით განხორციელებულ მიუღებელ ქმედებებს რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „არ შეეგუება რუსეთის მთავრობის პრაქტიკას ჩვენი დიპლომატების დევნის თაობაზე“:

"რუსეთის ფედერაციის მიერ მოსკოვში აშშ-ის საელჩოდან ორი დიპლომატის ყალბი საბაბით გაძევების საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა აშშ-ში მომუშავე რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი. სახელმწიფო დეპარტამენტი აგზავნის მკაფიო სიგნალს, რომ მოსკოვში, ჩვენი საელჩოს თანამშრომლების მიმართ მიუღებელ ქმედებებს, შედეგები მოჰყვება".

სექტემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში აშშ-ის საელჩოს პირველი მდივანი ჯეფრი სილინი და საელჩოს მეორე მდივანი დევიდ ბერნშტეინი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S