Accentnews.ge
ბელარუსში რუსების მიერ აქტიურად გამოყენებულ სარკინიგზო ხაზზე აფეთქების შესახებ იუწყებიან

ბელარუსში რუსების მიერ აქტიურად გამოყენებულ სარკინიგზო ხაზზე აფეთქების შესახებ იუწყებიან

06/10/2023 16:33:36 მსოფლიო

ბელარუსის ოპოზიციური გაერთიანების „ბელარუს რკინიგზელების კავშირის“ ინფორმაციით, 5 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანდა სარკინიგზო ხაზი სადგურ აზიარიშჩას მახლობლად. აზიარიშჩას რუსი სამხედროები იყენებენ ჯარისკაცების, იარაღის, ასევე ტექნიკის გადატანის მთავარ პუნქტად.

აფეთქების მიზეზი არ არის დადგენილი. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია რკინიგზის ლიანდაგის მონაკვეთი და გადამრთველი.

"ოზერიშჩეს სადგურიდან ორშას სადგურის მიმართულებით არის კოლოდიშის და გოროდიშჩეს სადგურები. გოროდიშჩეს სადგურის მიმდებარედ არის სარკინიგზო ხაზის განშტოება No42776 სამხედრო ნაწილამდე. კოლოდიშჩის სადგური ცალკე ბილიკით უკავშირდება შაბანის სადგურს, რომელიც ქმნის მარშრუტს მინსკის გვერდის ავლით ორშა-ბრესტის მიმართულებით. ეს შემოვლითი გზა აქტიურად გამოიყენება ბარანოვიჩისა და ლუნინეტის მიმართულებით რუსული ტექნიკის, საბრძოლო მასალისა და ჯარების ტრანსპორტირებისას",– აცხადებს ოპოზიციური ჯგუფი.

ეს ცნობა არ დაუდასტურებია ბელარუსის ხელისუფლებას.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ნება დართო მოსკოვს, გამოეყენებინა ბელარუსის ტერიტორია უკრაინაში შეჭრის პლაცდარმად. მინსკი ასევე დათანხმდა ქვეყანაში რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S